აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებენ სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გთავაზობთ აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს. არღიცხვის, დაბეგვრისა და მართვის სფეროში გაწეული კვალიფიციული დახმარება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებენ ჩვენი პროფესიონალები, საშუალებას მოგცემთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშება შესაბამისობაში მოიყვანოთ მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო აუდიტორის დასკვნა ბუღალტრული ანგარიშგების უტყუარობის შესახებ წარმოადგენს თქვენი კომპანიის პატიოსნებისა და გამჭირვალობის დასტურს.აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა
- ფინანსური ანგარიშგებების კონსოლიდაცია, განხილვა და აუდიტი;
- შიდა აუდიტი;
- საინიციატივო აუდიტი;
- შიდა კონტროლის პროცედურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დანერგვა;
- ელექტრონული ანგარიშგების სისტემის დანერგვა;
- ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის დანერგვა;
კონსულტაცია და მომსახურება
- ხარჯებისა და შემოსავლების დაგეგმვა;
- კომპანიების გაერთიანება,გარდაქმნა(შთანთქმა) და ლიკვიდაცია;
- რესურს მენეჯმენტი;
- დანახარჯების რაციონალიზაცია;
- ბიზნესის დაფუძნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციებისა და ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების ფორმირება;
- საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობებისა და ფილიალების დაფუძნება და რეგისტრაცია;
- გადახდისუუნარობის(გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების სამართლებრივი და ეკონომიკური უზრუნველყოფა.
ექსპერტიზა ეკონომიკურ საკითხებში
- საბუღალტრო ექსპერტიზა;
- საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზა;
- საგადასახადო ექსპერტიზა;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა;
- რეალურად შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ექსპერტიზა;
- საინვესტიციო პროექტებისა და საინვესტიციო პორთფელების ექსპერტიზა;
- ბიზნეს რისკების დაზღვევისა და გადაზღვევის ექსპერტიზა;
- საწარმოო-მმართველობითი სტრუქტურისა და გადაწყვეტილებების ექსპერტიზა.
- ზოგადი სასაქონლო ექსპერტიზა