ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების და არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი.